- ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)
- ევროპის საბჭოს ორგანოა და მის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მისი მიზანია ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ პან-ევროპულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ამ კომისიის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია ,,მიდგომა ქვეყნების მიხედვით”, რომლის მეშვეობით იგი აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, და წარმოადგენს თავის წინადადებებს გამოვლენილი პრობლემების დასაძლევად.Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
Georgian encyclopedia. 2013.